ახალი ამბები

ქარელელი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატიდან 7 მედლით დაბრუნდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის სამბოში ერევანში გაიმართა, საიდანაც ქარელელი მოჭიდავეები 7 მედლით დაბრუნდნენ.

როგორც მათი ერთ ერთი მწვრთნელი, მირზა ხაბარელი გვიყვება, ქარელის გუნდი 7 კაცით იყო წარმოდგენილი და შვიდივემ მედალი აიღო –  4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ვერცხლის მედალოსნები:

  • გიორგი ხმალაძე ;
  • ლუკა ძმორაშვილი;
  • თამაზ კობერიძე;
  • ზურა ჩაგელიშვილი.

ბრინჯაოს მედალოსნები:

  • ვალერი იარღანაშვილი;
  • გიგა მაისურაძე;
  • ნიკა ნანეტაშვილი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი