ახალი ამბები

გავაკეთეთ შშმ პირების ბაზა და ახლა მათთვის სოციალური საწარმოს შექმნა გვინდა – ნინო ლიპარტელიანი 

2023 წელს ხაშურში სოციალური საწარმოს შექმნა იგეგმება, – ამის შესახებ საკრებულოს თავმდჯომარემ ისაუბრა. 

ნინო ლიპარტელიანის თქმით, ხაშურის მერიაში ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რაც შშმ პირებს ხელს შეუწყობს დასაქმებაში.

“მოგეხსენებათ, რომ მერიაში ჩამოყალიბდა ახალი სოციალური პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირებს დასაქმდნენ. პროგრამა წარმატებით განხორციელდა და ის უკვე გადაგზავნილია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში და 2023 წელს უკვე გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში”, – გვითხრა ლიპარტელიანმა. 

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, შშმ პირების დასაქმების მსურველები უკვე გამოჩნდნენ. 

“პირველივე ეტაპზე შშმ პირების დასაქმების სურვილი გამოთქვა ლევან გამრეკელმა, ეკა პაპუაშვილმა და ასევე პროფესიული სასწავლებელის ხელმძღვანელმა ხათუნა ლობჟანძემ. ასევე შევქმენით ბაზა შშმ პირების, რათა ყველას მოძიება შევძლოთ, ვისაც შეუძლია იშრომოს, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და შემდეგ დავასქმოთ მათთვის შესაფერის ადგილებზე”.

ლიპარტელიანის თქმით, ისინი შშმ პირების გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც გეგმავენ. 

“სამომავლოდ, დიდი გეგმები გვაქვს. ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მაქვს კომუნიკაცია და გვინდა, რომ ხაშურში დავაფუძნოთ სოციალური საწარმო, სადაც შემდგომ შშმ პირების დასაქმება მოხდება”, – გვითხრა ნინო ლიპარტელიანმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი