ახალი ამბები

გორელი კიკბოქსიორები საქართველოს ჩემპიონატიდან 7 მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს ჩემპიონატი კიკბოქსინგში თბილისში ჩატარდა, რომელშიც შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა წარმატებით იასპარეზეს. მათ 4 ოქროს და 3 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს.

ოქროს მედლები:

  • ლუკა თოფჩიშვილი (57 კგ. ახალგაზრდები)
  • დათა გელაშვილი (63,5 კგ. ჭაბუკები)
  • ლუკა ყეინაშვილი (63,5 კგ. ახალგაზრდები)
  • თორნიკე გიკაშვილი (71 კგ. დიდები)

ვერცხლის მედლები:

  • თამაზ მამულაშვილი (42,5 კგ. უმცროსები)
  • გიორგი ავანაშვილი (60 კგ. დიდები)
  • ილია ვალიშვილი (71 კგ. დიდები)
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი