ახალი ამბები

“ეს იყო უბედური შემთხვევა” – გორის საკრებულოს თავმჯდომარე ვაკის პარკში მომხდარზე 

“არ არის თბილისის მერის დანაშაული. თბილისის მერი ამ თემაში დამნაშავე არ არის”, – ასე უპასუხა კითხვას, უნდა დადგეს თუ არა თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმებლობის საკითხი, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ. 

მისი თქმით, ეს უბედური შემთხვევა იყო და შესაძლოა შადრევანში ჩასვლისას ერთ-ერთმა ბავშვმა შემთხვევით დააზიანა კაბელი. 

” ეს არის შესწავლის თემა, ის პროცესები რაც განხორციელდა, ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ვიდეოჩანაწერიც ვნახე, თუ იქ რაღაცა ამ ბავშვების ჩასვლის მერე არ დაზიანდა. ეს საცურაო აუზი არ იყო, არ უნდა ჩაეშვათ ბავშვები შადრევანში. არ შეიძლება, რომ მასწავლებელი ყოფილიყო იქ?  ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან ახლოს მივიდა, შეიძლება ფეხი დაადგა, დააზიანა და მოხდა მოკლე ჩართვა. რა თქმა უნდა, საშინელი შემთხვევა იყო, მაგრამ არ შეიძლება ცალმხმრივად იმის თქმა, რომ ეს არის თბილისის მერის დანაშაული. თბილისის მერი ამ თემაში დამნაშავე არ არის”, – განაცხადა დავით რაზმაძემ. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა ვაკის პარკში გარდაცვლილ 13 წლის მარიტას ხსოვნას პატივი მიაგეს.

დატოვეთ კომენტარი