ახალი ამბები

ლეთეთში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ლეთეთში გზის რეაბილიტაცია დაიწყო – ამის შესახებ “მოზაიკას” ქარელის მერის მოადგილე ესაუბრა. 

ნათია მაწონაძის თქმით, გზა სოფელში გამავალ მდინარემდე დაიგება. 

“გზის საფარის დაგება მიმდინარეობს ქარელის მერიის და რეგიონალური განვითარების ფონდის ერთობლივი დაფინანსებით,. გზის დაგება მოხდება სოფელში გამავალ მდინარემდე და სულ დაიგება 1 140 გრივი მეტრი ასფალტის საფარი, რომლის ღირებულებაც 724 000 ლარია, – გვითხრა მაწონაძემ. 

სამუშაოებს აღნიშნული გზის მონაკვეთზე შპს “შარა” ასრულებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი