ახალი ამბები

გივი ტატულაშვილმა საუკეთესო კერამიკოსის წოდება მიიღო 

კულტურისა და ტურიზმის განვითეარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენელმა გივი ტატულაშვილმა ,,საუკეთესო კერამიკოსის’’ წოდება მიიღო, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ავრცელებს. 

14 , 15 და 16 ოქტომბერს მხატვრული რეწვისა და დიზაინის რიგით მეოთხე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2022“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გამოფენაში მონაწილეობა მიიღო გორის მუნიციპალიტეტმა.

“კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ, სამიტზე წარმოდგენილი იყო ტიხრული მინანქრის და კერამიკის ნამუშევრები, ასევე მოეწყო კერამკის მასტერკლასი. მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტის დასკვნით გამოფენაზე 6 სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოეს მონაწილეები. მათ შორის კულტურისა და ტურიზმის განვითეარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენელმა გივი ტატულაშვილმა ,,საუკეთესო კერამიკოსის’’ წოდება მიიღო”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სამიტს საგამოფენო ცენტრმა Expo Georgia უმასპინძლა, მასში 7 ქვეყნის (საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, სომხეთის, უკრაინისს, ჩეხეთის და ნიდერლანდის) 150-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა.

დატოვეთ კომენტარი