ახალი ამბები

36 წლის მამაკაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს – რა მოხდა გორში 

36 წლის მამაკაცი გორელ პოლიციელებს ძალადობაში და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ზურად ხვდაგიძე, მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე გადაცემაში “შაბათის ეთერი” ისაუბრა. 

მისი თქმით, ის პოლიციელებმა სასაფლაოზე წაიყვანეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელი კადრების გასაჯაროებით დაემუქრნენ. 

“მომკლეს ცემაში, დღემდე ვერ ვწვები, პირში მაფურთხებდნენ ვეგდე და სახეზე  მაფურთხებდნენ,  ბორკილები მქონდა მოჭერილი, ორი კაცი მაკავებდა ორი – მცემდა. ვერ გავიგე რა დავუშავე, არც შემიგინებია, კამერები არ არის პოლიციის შენობაში, როგორ გადამიტანეს პოლიციის მანქანიდან?”, – ამბობს ხვადაგაძე. 

ზურა ხვადაგიძე ყვება, რომ მისი წამება პოლიციელებმა ჯერ ავტომობილში დაიწყეს, შემდეგ კი პოლიციის შენობაშიც გააგრძელეს. მისივე თქმით, სამართალდამცავები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 

“მართლა ვერ გავიგე რა უნდოდათ არც კი შემიგინებია დედას გფეიცებით. თუ უნდა დამხვრიტონ ვერ გავიგე რატომ მაწამებდა 12 პოლიციელი”, – ამბობს მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 25 ივნისს მოხდა. მამაკაცის დედის ინფორმაციით, პოლიციელებმა ვადაგიძე საკუთარი სახლიდან გაიყვანეს, მასზე ძალადობა მანქანაშივე დაიწყეს და მისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდნენ. შემდეგ კი ნაცვლად განყოფილებაში წაყვანისა, გორის სასაფლაოს ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც მასზე იძალადეს. 

დაკავებულს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, ჰქონდა სისხლჩაქცევებიც, რომელიც ექსპრტიზამ დაადასტურა. 

საქმეში დევს მომხდარში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებიც. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს, ამბობს, რომ ხვადაგიძემ მასზე თავად იძალადა და ფორმა შემოახია. პოლიციელების ცემის ამბავს სამი პოლიციელი და ერთი ნეიტრალური მოწმეც ადასტურებს.

გამოძიება ზურა ხვადაგაძეს პოლიციელეზე თავდასხმის გარდა, ნარკოტიკების შენახვასაც ედავება, თუმცა ის  ბრალს არ აღირებს და პროკურატურის მიერ შეთავზებულ საპროცესო გარიგებაზეც უარს ამბობს. მისი ერთადერთო მოთხოვნა მოძალადე პოლიციელების დასჯაა. 

დატოვეთ კომენტარი