ახალი ამბები

“გორის დღე 2022” 23 ოქტომბრამდე გადაიდო

“გორის დღე 2022”, 16 ოქტომბერს აღარ გაიმართება, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სახალხო დღესასწაული ლომჭაბუკის სკვერში 23 ოქტომბერს ჩატარდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, “გორის დღე 2022”, ასევე ყველა სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გადადიდო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.