ახალი ამბები

გოგონებს დახმარებას და სხვადასხვა ადგილას გაყოლას სთხოვენ – პედაგოგის აუდიო მიმართვა

ძალიან გთხოვთ გააფრთხილეთ მშობლები და გააფრთხილეთ ბავშვები, განსაკუთრებით კი გოგონები, რომ არავის ენდონ – ამ შინაარსის ხმოვანი შეტყობინება სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

მიმართვა ერთ-ერთ მასწავლებელს ეკუთვნის და მას მშობლები თუ მასწავლებლები ერთმანეთს აქტიურად უზიარებენ. 

მიმართვის ავტორი, კოლეგებს და მშობლებს აფრთხილებს, რომ უცნობი პირებს გოგონებს დახმარებას და სხვადასხვა ადგილას გაყოლას სთხოვენ. 

“ძვირფასო კოლეგებო, განსაკუთრებით დამრიგებლებს გთხოვთ, რომ მიაქციოთ ყურადღება ამ ფაქტს და გააფრთხილოთ მოსწავლეები და მშობლები. არის ინფორმაცია, რომ ქალაქის ერთ-ერთ სკოლასთან, გოგონას შესთავაზეს, რომ დაგვეხმარეო, ყვავილების გადაცემა გვინდაო სიურპრიზად შეყვარებულისთვისო და არ გვინდა, ჩვენ რომ გამოვჩნდეთ და ჩვენთან ერთად წამოდიო. მოკლედ, ასეთი შეთავაზება იყო. ძალიან გთხოვთ გააფრთხილეთ მშობლები და გააფრთხილეთ ბავშვები, განსაკუთრებით კი გოგონები, რომ არავის ენდონ, არავის მანქანაში არ ჩასხდნენ. არ ვიცი, შეიძლება რაღაც ისეთი მიზეზი მოიგონოს ვინმემ, რომ ბავშვი დარწმუნდეს, რომ მართლაც ეხმარება სხვას. ამიტომ გააფრთხილეთ ყველა”, – გვესმის აუდიო მიმართვაში, რომელიც “მოზაიკას” ერთ-ერთმა მშობელმა გაუზიარა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.