ახალი ამბები

შიდა ქართლში დაგეგმილი ყველა გასართობი ღონისძიება გადაიდო 

შიდა ქართლში დაგეგმილი ყველა კულტურულ – გასართობი ღონისძიება გადაიდო. მიზეზი თბილისში, 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიაა, რომელსაც არასრულწლოვანი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ღონისძიებების გადადების შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

“შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში და მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი ყველა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გადადებულია”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, თბილისში, ვაკის პარკში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ერთ-ერთი მოზარდი შადრევანთან ბურთის ამოსაღებად მივიდა. გარდაიცვალა 13 წლის გოგო, ორი მოზარდის მდგომარეობა კი მძიმეა. 

დატოვეთ კომენტარი