ახალი ამბები

დიმიტრი სანაკოევმა თანამდებობა დატოვა 

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა თანამდებობა დატოვა. 

მან თანამდებოდან წასვლის შესახებ განცხადება 11 ოქტომბერს დაწერა. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

“16 წელი საკმარისია ერთ ადგილზე ყოფნისთვის. მინდა ჩემ ცხოვრებას მივხედო”, – განაცხადა სანაკოევმა.  ჟურნალისტებთან საუბრისას.

სანაკოევი აღნიშნულ თანამდებობას 2006 წლის ნოემბრიდან იკავებდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები