ახალი ამბები

გორში რძის ყოფილი ქარხნის სრული რეაბილიტაცია იგეგმება 

გორში ღამბარაულის ქუჩის მიმდებარედ,  რძის ყოფილი ქარხნის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესასყიდად, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 

აღნიშნული მომსახურების შესასყიდად მერიას 12 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

“გორში ღამბარაულის ქუჩის მიმდებარედ ყოფილი რძის ქარხანის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 500 000 ლარს”, – ნათქვამია  დოკუმენტაციაში. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება, ხელშეკრულების გაფომრმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი