ახალი ამბები

ადამიანების დაუდევრობით, ზერელე მიდგომით ხდება ასეთი ტრაგედიები – თამარ მურალოვა

ჩვენ ვართ ბევრჯერ გულგრილები, ბევრჯერ უპასუხისმგებლოები, დაუდევრები – ასე ეხმაურება გორის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე, თამარ მურალოვა თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. 

დეპუტატი ყველას, “მუშიდან დაწყებული ყველა პასუხისმგებელი პირით დამთავრებული” სინდისსა და მორალზე დაფიქრებას ურჩევს,

“უბედურება მოხდა, აუწერელი ტრაგედია, მთავარი უბედურება კიდევ ის არის, რომ პრობლემა ჩვენშია, ადამიანების დაუდევრობით,ზერელე მიდგომით ხდება სწორედ ასეთი ტრაგედიები. რამდენმა ადამიანმა ჩაიხედა ნეტა თავის გულში რამდენჯერ მიფუჩეჩებული, არაუშავს საქმის გამო.  ჩვენ ვართ ბევრჯერ გულგრილები, ბევრჯერ უპასუხისმგებლოები, დაუდევრები, არ ვიცი რა სახელი დავარქვა რის თქმაც მე მინდა. მორალი და სინდისი მითხარი, მუშიდან დაწყებული ყველა პასუხისმგებელი პირით დამთავრებული, თორემ ყველას კახი კალაძე თავზე ვერ დაადგება და არც უნდა დაადგეს. თუ ვინმეს გვეტკინა გული, თუ ვინმეს არ უნდოდა ეს მომხდარიყო კახია, მაგრამ ვიღაცის დაუდევრობამ ქნა ეს. ზოგიერთ დაუმთავრებლებს კიდევ, ასეთ დროს მაინც შეინარჩუნეთ ადამიანის სახე”, – წერს მურალოვა. 

გუშინ, ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ორი ბავშვი კი ამ დრომდე საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.