ახალი ამბები

ხაშურის სამუსიკო სკოლას მერიამ და სამინისტრომ 48 000 ლარიანი როიალი უყიდეს

ხაშურის სამუსიკო სკოლისთვის 48 000 ლარიანი როიალი შეიძინეს.

როგორც ხაშურის მერიაში გვითხრეს, მუსიკალური ინსტრუმენენტი კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით იყიდეს. 

“30 000 ლარი იყო სამინისტროს წილი, ხოლო ხაშურის ბიუჯეტიდან 18 000 ლარი დაიხარჯა. სამუსიკო სკოლაში ახალი ინსტრუმენტის არსებობა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას და კლასიკური საღამოებისა თუ ფესტივალების გამართულად ჩატარებას”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი