ახალი ამბები

გორის ქალთა კამერული გუნდი ახალ პროექტში “განდეგილი” მონაწილეობს

გორის ქალთა კამერული გუნდი და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ახალ პროექტს, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი” ქმნიან. 

პროექტი ილია ჭავჭავაძის 185 წლისთავთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს დაკვეთით იქმნება.

სხვა ქალაქალების მსგავსად, წარმოდგენა დაგეგმილია გორშიც – ერისთავის თეატრში “განდეგილი” 18 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. 

პროექტის ავტორი რამაზ იოსელიანია. 

“გიორგი თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, მუსიკალურად გოგი ჩლაიძე გააფორმებს. ქორეორგაფია კი მარიამ ალექსიძეს ეკუთვნის. მონაწილეობენ რამაზ იოსელიანი, მარინა კახიანი, ბექა ჯუმუტია, ჯანო იზორია, ანი ამილახვარი, თეონა ცირამუა”, – ვკითხულობს პროექტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.