ახალი ამბები

ქარელის მერიის კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ს დაფინანსება 100 000 ლარით გაუზარდეს

ქარელის მერიის მიერ დაფუძნებულ ერთ-ერთ ა(ა)იპს, კეთილმოწყობის ცენტრს დაფინანსება 100 000 ლარით გაუზარდეს. 

როგორც კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი ირინა ძირტკბილაშვილის განმარტავს, ცენტრის ბიუჯეტის ცვლილება საწვავის გაძვირების გამო გახდა საჭირო.

“მოგეხსენებათ, რომ ყველაფერზე გაიზარდა ფასები, მათ შორის საწვავზეც. ამიტომ გახდა საჭირო, რომ მოგვეთხოვა ბიუჯეტის გაზრდა. მომატებული თანხიდან 64 ათასი მოხმარდება საწვავს, ნარჩენებს ისე ვერ გავიტანთ, ავტომანქანებმა თუ არ იმოძრავეს. 36 ათასი ლარი კი გარე განათების მოწყობას მოხმარდება,რიგ დასახლებებში დაზიანებულია და გამოცვლას საჭიროებს”, – აღნიშნა ირინა ძირტკბილაშვილმა.

მატების გათვალისწინებით, ა(ა)იპ-ის წლიური დაფინანსება 922 720 ლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი