ახალი ამბები

გორში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება 

გორში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 2 934 მეტრი გზა.

“მოეწყობა ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, საგზაო მონიშვნები. გამზირზე ამოიცვალა სასმელი წლის სისტემაც”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

გორის მერიაში ამბობენ რომ, პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული გამზირი მთელი წლის განმავლობაში გადათხრილი იყო. წყლისა და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები 2022 წლის თებერვალში დაიწყო. მოსახლეობა გაჭიანურებული სამუშოების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.