ახალი ამბები

ევროპის ჩემპიონატზე, სუმოში მიღწეული წარმატებისთვის გორელი სპორტსმენები დააჯილდოეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და და საკრებულოს სხვა წევრები, ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გორელ სუმოისტებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ.

“შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა, სპორტსმენებს მიულოცეს წარმატება და დააჯილდოეს მადლობის სიგელებით. ასევე დიდი გამარჯვებები უსურვეს მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე”, – აცხადებს საკრებულოს ადმინისტრაცია

ინფორმაციისთვის, ევროპის ჩემპიონატზე გორიდან ორი სპორტსმენი, ბაკო ხატისკაცი და ანრი მჭედლიძე მონაწილეობდნენ. ორივე სპორტსმენსმა სხვადასხვა წონაში და ასაკობრივ კატეგორიაში სხვადასხვა სინჯის მედლები მიპოვა.

დატოვეთ კომენტარი