ახალი ამბები

ხაშურის რესურსცენტრის უფროსს მასწავლებლის ოჯახის წევრი ემუქრებოდა

პირი რომელმაც ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის სახლის ფანჯრებს ქვები ესროლა, დაკავებულია.

ზვიად გოგუაძე ამ ინციდენტს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ მას მასწავლებლის ოჯახის წევრი ემუქრებოდა.

“დანაშაული გაიხსნა, დამნაშავემ აღიარა დანაშაული. უდანაშაულობის პრეზუმფციის ვალდებულება მე არ მაქვს, მაგრამ მაინც არ ვიტყვი ნაძირალას სახელს. არის ორი მასწავლებლის ოჯახის წევრი და ერთი მასწავლებლობის მსურველის მამა. კომისიამ ბუნებისმეტყველებაში სერტიფიცირებული კადრი არ აიყვანა დაწყებითებზე და მე ჩამიმტვრია ფანჯრები და დამიტოვა წერილი:” ეს მხოლოდ დასაწყისია”, – წერს გოგუაძე

დატოვეთ კომენტარი