ახალი ამბები

3 წელში 3 ადამიანი დაიღუპა – ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე “ზებრის” დახაზვას ითხოვენ

“ბოლო სამ წელში სამი ადამიანია გარდაცვლილი ამ ქუჩაზე”, – ამბობენ ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩის მაცხოვრებლები და ავარიების პრევენციის მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ. 

“მანქანები დიდი სისწრაფით მოძრაობენ. ამიტომ საჭიროა ან ზებრა გადასავლელი გაკეთდეს ან “მწოლიარე პოლიციელები”. ძალიან საშიშია,  ბავშვების გარეთ მარტო გაშვებაზე ხომ საუბარი აღარ არის”, – გვითხრა ქრისტინე წიქარიშვილმა. 

მისი თქმით, ქუჩის მაცხოვრებლებს განცხადებაც გვაქვს დაწერილი მერიის სახელზე, თუმცა იქიდან უარი მოგვივიდა.

“მიზეზად ის გვითხრეს, რომ ცენტრალური ქუჩაა და აქ ზებრა გადასავლელების ან “მწოლიარე პოლიციელების”დაყენება არ შეიძლებაო”, – ამბობს წიქარიშვილი. 

ინფორმაციისთვის, ამ ქუჩაზე ბოლო ავტოსაგზაოშემთხვევა ორი დღის წინ მოხდა – მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი