ახალი ამბები

დავამტკიცეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით არ გაგვითავისუფლებია – ჯირკველიშვილი ფანიაშვილზე 

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლის მიმართ სასამრთლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებს სააგენტო შეასრულებს. ჯირკველიშვილი ამბობს, რომ მისთვის მთავარი იყო, სასამართლოს პოლიტიკური დისკრიმინაციის ფაქტი გამოერიცხა. 

ტრანსპორტის სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა

საქმე ეხება სააგენტოს ყოფილი თანამშრომელს, კახა ფანიაშვილს, რომელმაც სააგენტოს უჩივლა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. 

“ფანიაშვილს მოთხოვნა ჰქონდა, რომ სასამართლოს დაედგინა მის მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ფაქტი, რომ სააგენტოდან გავათავისუფლე დისკრიმინაციული მიდგომით. ის ასევე ითხოვდა სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია დისკრიმინაციული მიდგომის ნაწილში, დაადგინა რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის  შემდეგ, აღარ გავუგრძელეთ ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით სასამართლომ დაგვაკისრა განაცდურის გადახდა. შეიძლება ეს ჰუმანური მიდგომა იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ ის რაც მთავარი იყო ჩვენთვის, დავამტკიცეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით არ გაგვითავისუფლებია, დანარჩენზე სასამართლოსთან დავას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ჯირკველიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, კახა ფანიაშვილი სამსახურიდან გასულ წელს გაათავისუფლეს. ის ტრანსპორტის სააგენტოში ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. მის ინეტერესებს სასამართლოში ” სამართლიანი არჩევნები” იცავდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.