ახალი ამბები

კასპის კულტურის ცენტრისთვის ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭება სურთ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განიხილება საკითხი ქალაქ კასპის კულტურის ცენტრისათვის საქართველოს სახალხო არტისტის ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე, – ინფორმაციას ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. 

“კასპის კულტურის ცენტრისთვის ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ კასპის მინიციპალიტეტის საკრებულოში მ/წლის 27 სექტემბრამდე”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაცაიში. 

ომარ კელაპტრიშვილი დაიბადა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში, მის საცხოვრებელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გახსნილია მისი სახელობის სკვერი.

ამასთან ერთად, ომარ კელაპტრიშვილის მშობლიურ სოფელში, მის საცხოვრებელ სახლში, დაარსდა სახლმუზეუმი, მისი სახელი მიენიჭა კავთისხევის საჯარო სკოლასა და სამუსიკო სკოლას.

სალამურით და სიმღერით გამოხატული სიყვარული – კელაპტრიშვილები კავთისხევიდან

აღსანიშნავია, რომ ომარ კელაპტრიშვილი 1965-1968 წლებში მუშაობდა კასპის კულტურის ცენტრის (კლუბის) დირექტორად. მის საპატივსაცემოდ კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე 2013 წლის 22 აპრილს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიდგა ხელოვანის ბიუსტი.

.

დატოვეთ კომენტარი