ახალი ამბები

ჯგუფი “რეზო და ბავშვები” კასპში კონცერტს გამართავს

ჯგუფი “რეზო და ბავშვები” კასპში კონცერტს გამართავს, – ინფორმაციას ამის შესახებ კასპის მერია ავრცელებს. 

“15 სექტემბერს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კასპის კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ საზეიმო ღონისძიებას გამართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, კონცერტის პარალელურად გაიმართება ფერების დღესასწაულიც.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი