ახალი ამბები

გორში, ძველი ხიდიდან ახალბაღის ტერიტორიამდე საყრდენი კედლები მოეწყობა

გორში მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან პარკ ახალბაღის ტერიტორიამდე, რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

გორის მერიამ სამუშაობისთვის 3 852 120 ლარი გაითვალისწინა. 

პროექტის მიხედვით, საყრდენი კედლების გარდა, ასევე დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც. 

ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა შეასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი