ახალი ამბები

რუის-ურბნისის ეპარქია დაკარგულ ბერს ეძებს 

რუის-ურბნისის ეპარქია დაკარგულ ბერს ეძებს. ეპარქიის ცნობით, 1952 წელს დაბადებული ბერ-დიაკვანი, 18 ივლისს გავიდა ურბნისის ტაძრიდან. 

“რუის-ურბნისის ეპარქია ეძებს 1952 წელს დაბადებულ ბერ-დიაკვან გიორგი საათაშვილს, რომელიც 18 ივლისს გაურკვეველი მიმართულებით გავიდა ურბნისის საკათედრო ტაძრიდან. მამა გიორგის აქვს მძიმე ფორმის ალც ჰაიმერის დაავადება და შესაძლოა ვერ გაიხსენოს საცხოვრებელი მისამართი. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვაწოდოთ რაიმე სახის ინფორმაცია მის შესახებ”, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი