ახალი ამბები

“დილა” თასის 1/4 ფინალში ითამაშებს

გორის „დილამ“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური საგზური „დინამო 2-ის“ დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

აღნიშნული დაპირისპირება 13 სექტემბერს, თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და „დილამ“ მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 1-4 დაამარცხა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა, თუმცა არის შანსი, რომ გორელებს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდეთ, მაგალითად :

  • „დინამო“ თბილისი;
  • „დინამო“ ბათუმი;
  • „საბურთალო“ თბილისი;
  • „ტორპედო“ ქუთაისი.


გორელთათვის ჩემპიონატში გართულებული სიტუაციის შემდეგ წლევანდელი სეზონის მთავარ პრიორიტეტად სწორედ დავით ყიფიანის სახელობის თასი რჩება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები