ახალი ამბები

სექტემბრის ბოლოს, ხაშურის მერია 6 კონდიციონერს შეიძენს

სექტემბრის ბოლოს ხაშურის მერია 6 კონდიციონერს შეიძენს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 000 ლარს დახარჯავს. კონდიციონერების შესაძენად, უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, კონდიციონერები მერიის იმ ოთახებში დამონტაჟდება, სადაც ცენტრალური გათბობის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

“ცენტრალური გათბობა არის, თუმცა ეს კონდიციონერები იქ დაყენდება, რომელ ოთახებშიც არ არის ან მწყობრიდან გამოვიდა”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში. 

უწყების ინფორმაციით, კონდიციონერების შეძენა ზაფხულშივე სურდათ, თუმცა მიმწოდებელი კომპანია ტენდერის საშუალებით მაშინ ვერ მოძებნეს. 

დატოვეთ კომენტარი