ახალი ამბები

წილისყრის შედეგები ცნობილია | „დინამო 2“ – „დილა“

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე „დილას“ მეტოქე „დინამო“ თბილისის მე-2 გუნდი იქნება.

„დინამო 2“ – „დილას“ დაპირისპირება 13 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართება.

მერვედფინალამდე, 1/16 ფინალში გორელებმა ხელვაჩაურის „მაჭახელა“ დაამარცხეს ანგარიშით 1-6, ხოლო „დინამომ“ ბოლნისის „სიონს“ სძლია ანგარიშით 3-2.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილას“ დავით ყიფიანის თასი ერთხელ უკვე მოგებული აქვს 2012 წელს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.