ახალი ამბები

ჩუმათელეთისა და იტრიის მოსახლეობას წყალი შეუწყდება – ხაშურის მერია 

ხაშურის მერია განცხადებას ავრცელებს, უწყების ცნობით, ჩუმათელეთისა და იტრიის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება, რადან რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების გამო, კვლავ დაზიანდა ორხევის მილი. 

“რიკოთზე მიმდინარე ავტობანის მშენებლობის გამო კიდევ ერთხელ დაზიანდა ორხევის წყლის მილი, რამაც გამოიწვია ჩუმათელეთისა და იტრის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების მიწოდების შეფერხება. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. წყალმომარაგება აღდგება დაზიანების აღმოფხვრისთანავე”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, როკოთზე, ავტობანის მშენებლობის გამო ორხევის მილი უკვე მეორედ დაზიანდა.  

დატოვეთ კომენტარი