ახალი ამბები

სამწევრისში სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის 60 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

სამწევრისში დასრულდა სპორტდარბაზის რეაბილიტაცია, – ინფორმაციას ამის შესახებ ქარელი მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს. 

უწყების ცნობით, დარბაზი სრულად გარემონტდა და ამისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. 

“პროექტის ფარგლებში დარბაზში დაიგო ხის იატაკი, გაკეთდა ელექტრო გაყვანილობა, მოეწყო საქვაბე და დამონტაჟდა გათბობის ქვაბი. საშხაპეებში მოეწყო მეტლახის იატაკი და კედლები შეიმოსა კაფელით, შეილესა და შეიღება შიდა და გარე კედლები, შემოიღობა ეზოს ტერიტორია”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

სამუშაოებს ახორციელებდა ინდ. მეწარმე ფირანი ყიფშიძე, რომელსაც ქარელის მერიამ  65 873 ლარი გადაუხადა. 

დატოვეთ კომენტარი