ახალი ამბები

ორთვიანი პაუზის შემდეგ „დილამ“ გაიმარჯვა

30 აგვისტოს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილა“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3-0 დაამარცხა.

შეხვედრის დებიუტში, მე-5 წუთზე „დილა“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ალეფ სანტოსმა დააწინაურა.

55-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა გორელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო შეხვედრის საბოლოო გოლი თორნიკე კაპანაძემ მატჩის 72-ე წუთზე გაიტანა.

აღნიშნული გამარჯვება გორელებმა ორ თვიანი პაუზის შემდეგ მოიპოვეს და ამ გამარჯვებით უშუალო მეტოქეს, ქუთაისის „ტორპედოს“ ცხრილში გადაასწრეს.

„დილა“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება და საევროტურნირო ზონაში მყოფ „სამგურალს“ 2 ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტურია დარჩენილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.