ახალი ამბები

კარები ერთმანეთს ეჯახება – ახალსოფელში სკოლის უხარისხოდ მშენებლობას აპროტესტებენ 

ქარელის მუნიციპალიტეტის ახალსოფელში, ადგილობრივები სკოლის მშენებლობის გაჭიანურებასა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. 

სამუშოაების დაჩქარების მოთხოვნით სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს. 

“აი, ნახეთ, ორი კარი რომ გაიღება, ერთმანეთს შეასკდებიან ბავშვები. ყველაფერი უხარისხოდაა გაკეთებული და პატრონი არ გვყავს. ჯერ ამ სამუშაოებს დასასრული არ უჩანს. ბავშვებს დავატარებთ მეზობელი სოფლის სკოლებში. აღარ შეგვიძლია, მესამე წელია ამ დღეში ვართ, დაგვეხმაროს ვინმე ხომ შეიძლება?”,-ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ინფორმაციისთვის, ახალსოფელში სკოლის შენობის მშენებლობის სამუშაოებს კომპანია “აქსონი” , მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. ადგილობრივების თქმით, სამუშაოები ხუთი თვის წინ უნდა დასრულებულიყო. 

დატოვეთ კომენტარი