ახალი ამბები

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის მიზნით გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის მიზნით გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

საკოორდინაციო შტაბში 50-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან, რაც  დაახლოებით 120,000 ტონაა,  საიდანაც, სავარაუდოდ, 40-50 ათას ტონამდე, არასტანდარტულია და გადამუშავდება.

“სექტორის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – ამოქმედდა ახალი სახელმწიფო პროგრამა. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში, იმ საწარმოებს, რომლებიც გადაიხდიან 1კგ ვაშლზე არანაკლებ 24 თეთრს, ჩვენ 10 თეთრის ოდენობით დავეხმარებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ თანახმად, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

დატოვეთ კომენტარი