ახალი ამბები

სოფელ ფერმაში საფლავები გაძარცვეს – მოსახლეობა აქციას გეგმავს 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში საფლავები გაძარცვეს. 

არსებული ინფორმაციით, მოპარულია საფლავის ქვები. 

მოსახლეობა პოლიციას უმექმედობაში ადანაშაულებს და გახშირებულ ქურდობის ფაქტებზე სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. 

დატოვეთ კომენტარი