ახალი ამბები

ტყვიავში სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება. 

შესაბამისი სამუშაოების შესასყიდად გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8023 ლარი გაითვალისწინა. 

პროექტის მიხედვით, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ღობე, ჭიშკარი, შეიღებება ღობე, განთავსდება სკამები, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი “აიწონა-დაიწონა”, საქანელა, განთავსება ნაგვის ურნები და გაკეთდება განათება. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი