ახალი ამბები

ელბაქიანთკარში ხანძრის გაჩენის გამო, ერთი პირი დააკავეს 

ძამას ხეობაში, სოფელ ელბაქიანთკარში ხანძრის გაჩენის გამო, ერთი პირი დააკავეს. 

აღნიშნულის შესახებ “მოზაიკას” მერის წარმომადგენელმა ელბაქიანთკარში, მალხაზ სანებლიძემ უთხრა.

“პოლიციამ დაათვალიერა, 4 სახლია დამწვარი. ერთი ადგილობრივი დააკავეს. ვეძებდით, ვინ დაანთო ცეცხლი და პოლიციამ დააკავა”, – გვითხრა სანებლიძემ. 

ინფორმაციისთვის, ელბაქიანთკარში ხანძრი გაჩნდა, დაიწვა 4 სახლი. ხანძრის ქრობის პროცესში რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟია ჩართული. გავრცელებული ცნობა, ტყის  მასივზე ცეცხლის გაჩენის შესახებ მერის წარმომადგენელმა არ დაადასტურა. 

დატოვეთ კომენტარი