სტატიები

კასპის მერია საკრებულოსა და მერიის შენობების რეაბილიტაციას გეგმავს – რა თანხაა დაიხარჯება პროექტისთვის

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესაძენად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4 შენობის რეაბილიტაციისთვის.

საუბარია, კოსტავას ქუჩა N18-ში, N37-ში, N39-ში და სააკაძის ქუჩა N68-ში არსებულ შენობებზე, საიდანაც ერთში კასპის მუნიციპალიტეტის მერიაა განთავსებული, ერთში კი – საკრებულო. მომსახურებისთვის კასპის მერიამ 52 500 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კოსტავას ქ. N 18-ში მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის შენობის რეაბილიტაციისათვის საჭიროა:

1. დემონტაჟი გაუკეთდეს დაზიანებულ და ავარიულ ტიხრებს;

2. უნდა მოხდეს შენობის კონდინცირება;

3. უნდა მოიხსნას დაახლოებით 690 მ 2 დაზიანებული იატაკი და დაახლოებით იგივე ფართობის ჭერი;

4. მოსახსნელია ძველი დაზიანებული ელ. გაყვანილობა და დამონტაჟდეს ახალი ელ. გაყვანილობა მოხმარების სიმძლავრის გათვალისწინებით;

5. რეაბილიტაცია უნდა გაუკეთდეს სველ წერტილებს დაახლოებით 35 მ 2 იატაკის ფართით;

6. პირველ სართულზე შენობის მარჯვენა მხარეს და სააქტო დარბაზში იატაკია ასაწევი;

7. სააქტო დარბაზი გასატიხრია და დასავლეთ კედელში ფანჯრებისთვის ღიობებია ამოსაღები;

8. ტიხრები დათბუნებით, ჭერი და კედლები უნდა მოპირკეთდეს თაბაშირ-მუყაოს ფილებით;

9. ფასადი უნდა შეილესოს და შეიღებოს თბოიზოლაციის გამოყენებით;

10. საჭიროა კონსტრუქტორის დასკვნა შენობის მდგრადობაზე და ჩასატარებელ გამაგრებითსამუშაოებზე.

ასევეა დაგეგმილი საკრებულოს შენობის რეაბილიტაციაც, რომელიც სააკაძის ქუჩაზე, N 68-ში მდებარეობს.

დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საჭიროა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:

I სართული:

1. დერეფანში მოეწყოს მეტლახის იატაკი დაახლოებით 70 მ2.

2. აიყაროს დაახლოებით 510 მ2 იატაკი და დაეგოს ლამინატი.

3. მოიხსნას დაახლოებით 54 მ2 ძველი კარებები და მოეწყოს ახალი მ.დ.ფ -ის კარებები და რკინის კარები 2.40 მ2.

4. ოთახების და დერეფნის ჭერი და კედლები უნდა მოპირკეთდეს თაბაშირ-მუყაოს ფილებით; კედლები შეილესოს ფითხით და შეიღებოს.

II სართული:

1. აიყაროს დაახლოებით 510 მ2 იატაკი და მოეწყოს ლამინატი.

2. ბიბლიოთეკის დარბაზში მოიხსნას ძველი ფანჯრები და მოეწყოს მეტალოპლასტმასის ფანჯრები დაახლოებით 30 მ2.

3. მოიხსნას დაახლოებით 38 მ2 ძველი კარებები და მოეწყოს ახალი მ.დ.ფ -ის კარებები

4. ოთახების, ბიბლიოთეკის დარბაზის და დერეფნის ჭერი და კედლები უნდა მოპირკეთდეს თაბაშირ-მუყაოს ფილებით; კედლები შეილესოს ფითხით და შეიღებოს.

III სართული:

1. მოიხსნას დერეფანში ძველი იატაკი და მოეწყოს მეტლახის იატაკი დაახლოებით 70 მ2.

2. აიყაროს დაახლოებით 190 მ2 ძველი იატაკი და დაეგოს ახალი ლამინატის იატაკი.

3. მოიხსნას დაახლოებით 44 მ2 ძველი კარებები და მოეწყოს ახალი მ.დ.ფ -ის კარებები.

4. ოთახების და დერეფნის ჭერი და კედლები უნდა მოპირკეთდეს თაბაშირ-მუყაოს ფილებით; კედლები შეილესოს ფითხით და შეიღებოს.

• რეაბილიტაცია გაუკეთდეს სველ წერტილებს;

• შენობაში მოეწყოს ახალი ელ. გაყვანილობა;

• სადარბაზოს ჩრდილოეთის ფასადზე, ორ ადგილას მინის ტიხარი შეიცვალოს მეტალოპლასტმასის ფანჯრებით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.