ახალი ამბები

გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 22 აგვისტოდან გაგრძელდება 

2022-2023 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია დაიწყება 22 აგვისტოს 12:00 საათიდან და გაგრძელდება 26 აგვისტოს 18:00 საათამდე, – ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გაავრცელა. 

“დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისაც 2022 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდება 2 წელი. ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids.ge, ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სააგენტოს ცნობით, ელექტრონული რეგისტრაციის დროს მშობელს დასჭირდება ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული.

“მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით”,– ამბობენ სააგენტოში. 

რეგისტრაციის დასრულბის შემდეგ, მშობლებმა სააგენტოში უნდა წარადგინინო დოკუმენტები:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
  • ორი ფოტოსურათი (3X4);
  • მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
  • სოფლის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

რეგისტრაციის გადამოწმება შესაძლებეელია ვებგვერდზე: gorikids.ge, “რეგისტრაციის გადამოწმების”  ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.