ახალი ამბები

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში გორელი აკაკი თედიაშვილიც მოხვდა

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში გორელი აკაკი თედიაშვილიც მოხვდა. 15 წლის აკაკი იმ 150 რჩეულ მოსწავლეს შორისაა, რომლებიც ბანაკისთვის შეარჩიეს. როგორც ცნობილია, შესარჩევ კონკურსში 2 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 

აკაკი თედიაშვილი ამჟამად ქვემო ხვითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა, თუმცა მანამდე სკოლა “თამარიონში” სწავლობდა. ოჯახის ინფორმაციით, აკაკის სწორედ “თამარიონი” დაეხმარა კონკურსის წარმატებით გავლაში.  

შეგხასენებთ, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ.

მოსწავლეებს ბანაკში ყოფნის დრო შეეძლებათ ჩაერთონ პრაქტიკულ ლექციებში, გაიღრმავონ ცოდნა ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, დრონებზე, ბიოქიმიაზე და ასტროფიზიკაზე.

ბანაკი ბათუმში მოეწყობა და მოსწავლები იქ 8 დღე დარჩებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.