ახალი ამბები

ანწუხელიძის ქუჩაზე დანაგვიანებულ ტერიტორიას კეთილმოწყობის სამსახური დაასუფთავებს

გორში, კომბინატის დასახლებაში, კერძოდ ანწუხელიძის #7- თან, დანაგვიანებულ ტერიტორიას, კეთილმოყობის სააგენტო დაასუფთავებს, – ამის შესახებ, სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარჯაძემ გვითხრა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მგომარეობის შესახებ “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა აცნობა.

“ამ პერიოდში ჩვენს სააგენტოს ყველაზე ბევრი სამუშაოები აქვს ხოლმე ქალაქის მასშტაბით, რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია ანწუხელიძის ქუჩაზეც. ეს ქუჩა სულ რამოდენიმე ხნის წინ დავასუფთავეთ, მოვრეცხეთ და ასე მოკლე დროში ისევ მოსახლეობამ დაანაგვიანა, მერე ისევ ჩვენ გვიკავშირდებიან, რომ დავასუფთაოთ.ადგილობრივებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ საკუთარი ქალაქის, ქუჩის თუ სკვერის მიმართ, რატომ ტოვებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რატომ ანაგვიანებს?! თორემ ჩვენ კი დავასუფთავებთ”, – გვითხრა ბარჯაძემ.

ინფორმაციისთვის, ანწუხელიძის #7- ში იმ ტერიტორიის დსუფთავებას ითხოვენ, სადაც ადრე ორი შადრევანი იყო განთავსებული და რომლის მიმდებარედაც საცხოვრებელი კორპუსია.

დატოვეთ კომენტარი