ახალი ამბები

შინდისის გმირების მონუმენტის დადგმა აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგაც ვერ დასრულდა 

შინდისის გმირების მომუმენტის დასრულება 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგაც ვერ მოესწრო. 

მონუმენტი იმ ადგილას უნდა მოწყობილიყო, სადაც 17 გმირის მემორიალია, თუმცა მონუმენტი ამ დრომდე დასასრულებელია. აღსანიშნავია, რომ მონუმენტის დადგმა შინდისში ერთი კვირის წინ განაახლეს. 

მონუმენტის დასამზადებლად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 930 ათასი ლარი თავდაცვის სამინისტრომ დაფარა. 

მონუმეტნი ბრინჯაოში ჩამოსხმული 17  ქანდაკებებისგან შედგება. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული მონუმენტის დადგმის გაჭიანურების გამო, გასულ წელს გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შინდისის გმირების მემორიალის აგების მიზნით, 2011 წელს კერძო ინიციატივით დაფუძნდა „შინდისის გმირების მემორიალის ფონდი“, რომელსაც არაერთხელ აქვს მიღებული დაფინანსება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ჯამში 930 000 ლარის ოდენობით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.