ახალი ამბები

გორში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მომხდარი ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა,- დედა და ორი მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 7 აგვისტოს წმინდაწყლის დასახლებაში, დევნილთა დასახლებასთან ახლოს. 

გორში ავარია მოხდა – ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა 

დატოვეთ კომენტარი