ახალი ამბები

კასპის საკრებულო აგვისტოს ომის 14 წლისთავს ღარიბაშვილის პოსტის გადმოკოპირებით ეხმიანება

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლისთავს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოსტით ეხმაურება. 

საკრებულოს ფეისბუქგვერდზე ღარიბაშვილის პოსტია გადმოკოპირებული, სადაც ნათქვამია, რომ “14 წელია სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია”. 

“14 წელია 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”, – ეწერა განცხადებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ოკუპაცია 30 წლის მოხდა და არა 14 წლის წინ, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, კასპის საკრებულოში ირაკლი ღარიბაშვილის პოსტი უახლეს ისტორიაზე სარწმუნოდ მიიჩნიეს და უცვლელად გამოაქვეყნეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.