ახალი ამბები

გორის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპასა და საქართველოში გამართული ჩემპიონატების ჩემპიონები, პრიზიორი სპორტსმენები და მათი მრწვთნელები საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად დააჯილდოვა.

“გორელმა მოჭიდავეებმა, რომლებიც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს აღზრდილი სპორტსმენები არიან, მიმდინარე წელს საქართველოში გამართულ ასაკობრივ ჩემპიონატებში ჯამში 42 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 17 ოქრო, 11 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. გარდა ამისა, გორელმა მოჭიდავეებმა აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, ხუთი ჩემპიონატიდან სამში გუნდური პირველი ადგილიც მოიპოვეს”, – აცხადებს გორის მერია. 

უწყების ინფორმაციით, ამავე სპოტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპინატებში. მათ ხუთივე ასაკობრივ კატეგორიაში 14 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, 1 ოქრო, 7 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

მიმდინარე წლის საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატები თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა. ამ ეტაპზე გორელი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადებიან.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები