ახალი ამბები

გორში “ზებრა” გადასასვლელების განახლება დაიწყო

გორში ზებრა გადასასვლელების განახლება მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში წესრიგდება სტალინის ქუჩაზე არსებული ზებრა გადასასვლელები.

გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის,  გიორგი ბარჯაძის თქმით, ქვეითთა გადასასვლელები ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე განახლდება. 

” ზებრა გადასასვლელების განახლება დავიწყეთ სტალინის ქუჩით და ეტაპობრივად მივყვებით მთელს ქალაქს, ძალიან მალე ყველა ზებრა გადასასვლელი, რაც ქალაქის მასშტაბით გვაქვს, იქნება განახლებული“, – ამბობს ბარჯაძე. 

დატოვეთ კომენტარი