ახალი ამბები

ქარელის 5-მილიონიანი საცურაო აუზი ზაფხულში არ გაიხსნება – ობიექტს ხარვეზები აღმოაჩნდა

ქარელის საცურაო აუზი კიდევ 2 თვე არ გაიხსნება, – ამის შესახებ დღეს ქარელის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა საკრებულოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

“აუზის შემოწმების დროს დადგინდა ხარვეზები. კომპანიას, ვინც აუზის სამშენებლო სამუშაოები შეასრულა, ამ ხარვეზების გამოსაწორებლად მიცემული აქვს თავისი ვადები. ასეთი რამ ნებისმიერ მშენებლობის დროს ხდება”, – განაცხადა ალექსი ჯოჯიშვილმა. 

მისი თქმით, ისინი ექსპექრტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელიც ორ თვეში იქნება ცნობილი. 

“სწორედ დასკვნის შემდეგ გადაწყდება აუზის გახსნის საკითხი”, – აღნიშნა ალექსი ჯოჯიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქარელის საცურაო აუზის მშენებლობა 2 წელი გრძელდებიდა და ამისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია დახარჯული. 

ამავე თემაზე: უფუნქციო ობიექტები ქარელში და დახარჯული 4 642 511 ლარი

დატოვეთ კომენტარი