ახალი ამბები

ქვემო ჭალის საფეხბურთო სტადიონი 84 492 ლარი დაჯდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონი მოეწყო. 

კასპის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის თქმით, სტადიონის მიმდებარედ  სატრენაჟორო სივრცეც კეთდება.

“სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 84 492 ლარია.  რაც შეეხება სატრენაჟორო სივრცის მოწყობას, ამისთვის თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაიხარჯება.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.