ახალი ამბები

„დილა“ კაპიტანმა დატოვა – შიდა ქართლური კლუბი ფინანსურ სარგებელს მიიღებს

გორის „დილა” გუნდის კაპიტანმა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრმა, ნიკა გაგნიძემ დატოვა. დილას აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი კარიერას თურქულ „იმრანისპურში“ გააგრძელებს.

შიდა ქართლური კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჯოხაძე ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

„ვადასტურებთ, რომ ნიკამ „დილა“ დატოვა და თურქულ კლუბს შეუერთდა, თუმცა ეს არა ტრანსფერი, არამედ ერთ წლიანი იჯარაა, ერთი წლის შემდეგ კი „იმრანისპურს“ ნიკას გამოსყიდვის უფლება ექნება. ჩვენმა კლუბმა ამ იჯარით ფინანსური სარგებელი მიიღო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს კონფიდენციალური საკითხია. თუ ერთი წლის შემდეგ თურქული კლუბი ნიკას გამოისყიდის, გორის „დილა“ დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს.“

ნიკა გაგნიძე გორის „დილა“ აკადემიის აღზრდილია. შიდა ქართლური კლუბის მაისური მან 81 ოფიციალურ შეხვედრაზე მოირგო და 13 გოლის გატანა მოახერხა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები