ახალი ამბები

ქარელიდან ოლიპიადაზე დათო ლომიტაშვილი და გიორგი ბადუაშვილი იასპარეზებენ

ქარელელი მოჭიდავეები დათო ლომიტაშვილი და გიორგი ბადუაშვილი ოლიპიადაზე იასპარეზებენ.

ახალგაზრდული ოლიპიური ფესტივალი სლოვაკეთში 24 ივლისს იღებს სტარტს. როგორც ცნობილია, ძიუდოისტი დათო ლომიტაშვილი 55 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო გიორგი ბადუაშვილი 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

“ოლიმპიადისგან დიდი მოლოდინები გვაქვს, რადგან დათო ლომიტაშვილმა სულ სამი კვირის წინ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი ბადუაშვილი აზიის თასის გამარჯვებულია”, – აღნიშნა მირზა ხაბარელმა, მოჭიდავეების პირადმა მწვრთნელმა.

ინფორმაციისთვის ახალგაზრდული ოლიპიადა 30 ივლისს დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი