ახალი ამბები

ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, საოკუპაციო ხაზთთან მდებარე სოფელ ოძისთთან უმასპინძლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. 

“ოძისში მან ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ აგრძელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოწოდებას, რადგან მისი ხანგრძლივად დახურვა საზიანო გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

მისიის ხელმძღვანელი სტუმრებს თავდაპირველად მცხეთის რეგიონალურ ოფისში შეხვდა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები გააცნო.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.